პარლამენტში იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს მოუსმენენ.
მინისტრების მოადგილეების მოსმენა პარალამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.
სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს ვიზიტის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის ხელშემწყობ ღონისძიებებს იმ უცხოელებთან მიმართებაში, ვისაც მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნო კატეგორიის მიწის ნაკვეთისა) საკუთრების უფლება ან სარგებლობენ ბინადრობის უფლებით ან ვიზით შესაბამის ქვეყნებში. აღნიშნული ხელშეწყობა მიზანშეწონილია გამოიხატოს სახელმწიფოს მხრიდან უცხოელთათვის გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლისა და ყოფნის უფლების მინიჭებით, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება აღნიშნული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის, უძრავი ქონების სექტორში ფულადი რესურსის ჩადების და ინვესტიციების განხორციელების კუთხით. კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით, საქართველოში მყოფი ცხოელებისათვის დადგინდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები;საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვროს არა საკანონმდებლო, არამედ ანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული თავისებურებები; საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაზღვრა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობის მინიჭება.
პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე საქართველოს ვიზის კატეგორიების კორექტირება.
პარალემნტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების მიზანია ასევე კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს დაემატოს ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა , რომელიც გაიცემა უცხოელზე , რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე , კანონმდებლობით დადგენილი წესით ,გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ( გარდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა ), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.