უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის განცახდებით, მინისტრთა კაბინეტში ტოტალური ,,წმენდა“ დაიწყო.
ამის შესახებ მან უკრაინის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
,,აღძრულია ათეულობით სისხლის სამართლის საქმე. თანამდებობიდან გადაყენებულნი არიან ხელმძღვანელი პირები, მათ შორის სახელმწიფოებრივ უმაღლეს ორგანოებშიც. ზოგიერთი მათგანი უკვე დაკავებულია.“ - აღნიშნა მან.
მისი თქმით, 20 წლის განმავლობაში, უკრაინაში არსებულმა კორუფციულმა სისტემამ ორგანიზებული მაფიის სახე მიიღო.
,,ეს არის მაფია, რომელსაც თავისი წარმომადგენლობა ჰყავს სასამართლოში, პროკურატურაში, უშიშროების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხელისუფლებაში, მინისტრთა კაბინეტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ უმაღლეს რადაში. ამიტომ, მხოლოდ პერსონალური ცვლილებებით ამ ურჩხულს თავს ვერ წავაცლით.“ - განაცხადა იაცენიუკმა.
მან პარლამენტს თხოვნით მიმართა, მიიღონ შსს-ს რეფორმირების შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი წინადადება, რათა სისტემა კარდინალურად შეიცვალოს.
ამასთან, უკრაინის პრემიერის თქმით, სისტემის შეცვლამ მხოლოდ გვარების შეცვლა არ უნდა გამოიწვიოს და რეფორმამ რეალური შედეგი უნდა გამოიღოს.