ირანს სანქციები მანამდე არ მოეხსნება, სანამ აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა. "მთავარი მესიჯი, რასაც გუშინდელი შეთანხმებისგან მიიღო თეირანმა, ის არის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბლოკირებულია. სულ მალე ამუშავდება ინსპექცია, რაც ირანს სიტყვის გატეხვის უფლებას არ მისცეს, თუმცა თუ ეს მაინც მოხდება, ირანს სანქციები გაუგრძელდება,"-აღნიშნა კემერონმა. შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თეირანმა და საერთაშორისო ექვსეულმა ხელი გუშინ შვეიცარიულ ლოზანაში მიაღწიეს. ირანი ბირთვული პოტენციალის 2/3-ით შემცირებას დათანხმდა.