რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ოსური სათვისტომოს თავმჯდომარის, ბორის კოჩიევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ბრალდების მისი 29 წლის ვაჟი აიყვანა. 60 წლის კოჩიევის ცხედარი გუშინ მის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს. მას ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.