არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ტომას კონეჩნი ფანჯრიდან გადავარდა. ინციდენტი პარაგვაიში მოხდა, როდესაც 17 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორით თამაშობდა. "მომხდარით შოკში ვარ. მახსოვს, როგორ მივეყუდე ფანჯარას და როორ ვიგრძენი, თუ როგორ გაიღო ის. ვეღარაფერი მოვახერხე. ფანჯრიდან გადავვარდი, მაგრამ გამიმართა და რამდენიმე ნაკაწრი მივიღე. ეს არის და ეს,"-იხსენებს ფეხბურთელი. საბედნიეროდ, კონეჩნი მეორე სართულზე იმყოფებოდა და ფანჯრიდან გადავარდნისას სერიოზული ტრავმები არ მიუღია.