თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, უგულავას კონსტიტუციით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა და მისი ციხეში ყოფნა არაკანონიერია.
დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალური შუამდგომლობა შეიტანეს, რომლის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი ვადა აქვს.