მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში სერბმა ესპანელი დავიდ ფერერი დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩის გამარჯვებით 7:5, 7:5 დასრულდა. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ამერიკელ ჯონ იზნერს დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,3 მილიონ დოლარს შეადგენს.