2100 წლისთვის პლანეტის მცხოვრებთა უმეტესობა მუსლიმანი იქნება. შესაბამის პროგნოზს ამერიკული კვლევითი ცენტრი PEW აკეთებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში დღეს რიცხოვნობით ქრისტიანები ლიდერობენ, თუმცა 2050 წლამდე მათი რაოდენობა მხოლოდ 35%-ით გაიზრდება, მაშინ, როდესაც მუსლიმანების რაოდენობა 73%-ით მოიმატებს. რაც შეეხება ათეისტებს, მათი რაოდენობა მომდევნო 35 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიკლებს.