თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას შეფასებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმარია, რადგან უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა.
ადვოკატის განცხადებით, უგულავას პატიმრობაში დატოვება არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.
,,დღევანდელი დღიდან, ნებისმიერი დღე, წუთი, რასაც გიორგი უგულავა გაატარებს სასჯელაღსრულები ეს არის უკანონო პატიმრობა”, _აცხადებს ადვოკატი.
დღეს დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.