ბრაზილიური "ინტერნასიონალის" მცველი ფაბრისიო მოედნიდან გააძევეს. ამის მიზეზი საკუთარი კლუბის გულშემატკივრებისთვის ნაჩვენები ჟესტი გახდა. მას შემდეგ, რაც ფანებმა მისი ცუდი თამაში სტვენით აღნიშნეს, ფეხბურთელმა მათ შუა თითი რამდენჯერმე უჩვენა. ამის გამო რეფერიმ მას მოედანი დაატოვებინა.