ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ პოლიტიკურ მემკვიდრეს არ ამზადებს. ამის შესახებ მან "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მემკვიდრეების, რადგანაც ძალიან მინდა ჩემს შემდეგ აბსოლუტურად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ადამიანი, რომელიც ამ მიწისა და ხალხის ერთგული იქნება,"-აღნიშნა ლუკაშენკომ.