ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლის ლიდერის ობტიმიზმს არ იზიარებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ლოზანაში საერთაშორისო ექვსეულსა და თეირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ისტორიულ შეცდომას უწოდებს. ისრაელის პრემიერის თქმით, დასავლეთის გარიგება ირანტან ისრაელს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მისივე განცხადებით, ირანისთვის სანქციების მოხსნა დაუშვებელია.