თეთრი სახლის ლიდერი ლოზანის მოლაპარაკების შედეგებით კმაყოფილია. თეირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმებას ბარაქ ობამამ "კარგი გარიგება უწოდა." მისი თქმით, თუ ისტორიული შეთანხმების პირობები შესრულდება, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის, იმ შემთხვევაში კი, თუ თეირანი შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ირანის წინააღმდეგ სანქციები ისევ ამოქმედდება. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსაც დაუკავშირდა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თანამშრომლობის გაღრმავებას დაჰპირდა.