საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ემზადება. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები საფინალო შეხვედრისთვის მზადებას ტულუზაში ერთ-ერთ სარაგბო ბაზაზე გადიან. გუნდის რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმები აწუხებს, თუმცა,როგორც მთავარი მწვრთნელი აცხადებს, არცერთი მათგანი საფრანგეთთან დაპირისპირებას არ გამოტოვებს. დღეს ქართველი მორაგბეები თამაშისწინა ვარჯიშს გამართავენ, ფინალური შეხვედრა კი ხვალ სარაგბო კლუბ ტულუზას სტადიონზე თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.