გურიაში, იმერეთში, მცხეთა–მთიანეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2014 წელს მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ამ რაიონებში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. პროცენტულად ყველაზე რთული ვითარება ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, ყველაზე კარგი მდგომარეობა კი ბუნებრივ მატებასთან დაკავშირებით დედაქალაქშია. თბილისში გასულ წელს 11 ათას 548 ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.