მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედება ორი თვით გადაიდო. ახალი ნორმები ძალაში 15 აპრილის ნაცვლად 15 ივნისიდან შევა. აქამდე მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა, სამუშაო პროცესში გამოიკვეთა, რომ ცვლლებები სხვა ნორმატიულ აქტებშიცაა საჭირო. "მარტოხელა მშობლის" სტატუსი გულისხმობს როგორც მარტოხელა დედას, ისე მარტოხელა მამას, რომელთაც ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი ან შვილობილი ჰყავთ.