მაიამის ღია პირველობის ნახევარფინალში ერთმანეთს ამერიკელი სერენა უილიამსი და რუმინელი სიმონა ჰალეპი შეხვდებიან. ჰალეპმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ამერიკელი სლოან სტივენსი დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და რუმინელის გამარჯვებით, 6:1, 7:5 დასრულდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,3 მილიონ დოლარს შეადგენს.