არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერმა ამხანაგური შეხვედრები გამოტოვა. ამის მიზეზი ფეხის ტერფის ტრავმა გახდა, რომელიც ლიონელ მესიმ მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაში მიიღო. მესის გარეშე არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრები სალვადორისა და ეკვადორის ნაკრებებთან გამართა და ორივე შეხვედრა მოიგო. ტრავმის გამო არგენტინელმა შესაძლოა ექსპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურიც გამოტოვოს. ბარსელონა-სელტას შეხვედრა 5 აპრილს გაიმართება.