ამერიკელ სენატორთა ჯგუფის წერილს ფიფას ხელმძღვანელობა პასუხობს. როგორც ფიფას ოფიციალურირი წარმომადგენლის, დელი ფიშერის განცხადებაშია ნათქვამი, სპორტული ასპარეზობების ბოიკოტი, იზოლაციის პოლიტიკა და კონფრონტაცია პრობლემების მოგვარების ეფექტური გზა არ არის. ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტს სპეციალური წერილით მიმართეს. ისინი რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვდნენ.