რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანკტ-პეტერბურგში რადიკალური დაჯგუფება "ჰიზბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამის" ორი წევრი დააკავა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. "ჰიზბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამი" 1953 წელს აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიქმნა. დაჯგუფების შტაბ-ბინა ლონდონშია ბაზირებული.