ოხოტის ზღვაში რუსული გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 56 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, 13 კი დაკარგულად ითვლება. ტრაილერმა "დალნი ვოსტოკმა" კატასტროფა მაგადანიდან 300 კილომეტრის დაშორებით განიცადა. ინციდენტისას გემის ბორტზე 132 ადამიანი, მათ შორის, რუსეთის 78, უკრაინის 4, ვანუატუს 5, ლატვიის 3 და მიანმის 42 მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 63 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.