თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ გაათავისუფლა.
მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა გახდა, რომელიც ახალაიას 5 აპრილს ეწურებოდა.
მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი საპყრობილეს ვერ დატოვებს, რადგან მას სხვა საქმეებიდან გამომდინარე პატიმრობა აქვს მისჯილი.
პროცესს თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მის ყოფილ მოადგილეს, ნიკა ძიმცეიშვილს და მეგის ქარადავას.