პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე და ვისმენთ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის მისამართით პრეზიდენტის მხრიდან.
მისივე განმარტებით, ხეწლისუფლება ხალხს იმისთვის არ აურჩევია რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი.
„ჩემთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე და ვისმენთ ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩევია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები ამაზე- ეს არის სირცხვილი და ჩვენ არ გვაქვს ამის დრო, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დრო დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე რომელიც ჩვენი ქვენყნის მოსახლეობისთვის არაა პრიორიტეტული”, _აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, პრეზიდენტს მას არასდროს არ მიმართავდა და ყოველი შეხვედრისა და სატელეფონო ზარის ინიციატორი მარგველაშვილთან სწორედ ის იყო.