მორიგი თავდასხმა თურქეთში. სააგენტო როიტერის ცნობით, სტამბოლში მმართველი პარტიის ოფისში ორი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ამ წუთებში პოლიციას შენობის მიმდიბარე ტერიტორია ბლოკირებული აქვს. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. მასშტაბური თავდასხმა გუშინ სტამბოლის სასამართლოზეც განხორციელდა. რადიკალებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს. მათთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც პოლიციამ შენობაზე შტურმი მიიტანა. სპეცოპერაციის შედეგად მძევალი სასიკვდილოდ დაიჭრა.