ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დადაევმა დანაშაული აღიარა და მკვლელობის თანამონაწილეებიც ამხილა. კერძოდ, კი მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობას ხამზატ ბახაევიც მონაწილეობდა. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 27 თებერვლის ღამეს მოკლეს.