დნესტრისპირელმა მესაზღვრეებმა უკრაინის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსს უკრაინულმა მხარემ აცნობა. წინასწარი ინფორმაციით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და ოდესას შორის არსებულ რაზდილნიანის სასაზღვრო პუნქტზე დნესტრისპირელმა მესაზღვრეებმა მოლდოვის ორ მოქალაქეს ესროლეს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიჭრა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დნესტრისპირელი სეპარატისტები. მათი თქმით, ცეცხლი უკრაინელმა მესაზღვრეებმა გახსნეს.