უამინდობა გერმანიაში. ქარიშხალმა "ნიკლასმა" დიუსელდორფს, კიოლნს, ფრანკფურტსა და ახლომდებარე რაიონებს გადაიარა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. ქარიშხალმა მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი ელექტრო და სატრანსპორტო სისტემები. უამინდობის გამო ფრანკფურტის აეროპორტში 150-მდე რეისი გადაიდო, მიუნჰენის ცენტრალური ვაგზლიდან კი მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.