უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კომუნიზმისა და ნაციზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მოამზადა.
ამის თაობაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
,,მთავრობამ უკრაინაში კომუნისტური და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მოამზადა...
საპარლამენტო კოალიციის წევრებს მივმართავ თხოვნით, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილონ და დაამტკიცონ.” - აღნიშნა იაცენიუკმა.
მისი თქმით, 9 მაისს გასამართი საზეიმო ღონისძიებების წინ, ასევე შემუშავებულია რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების უკვდავყოფას შეუწყობს ხელს.