ბორის ნემცოვის მეგობარი გოგონა, რომელთანაც ერთად ოპოზიციონერი მკვლელობის დღეს იმყოფებოდა, შესაძლოა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დაიბარონ. ანა დურიცკაია მკვლელობაში ეჭვიტანილის ამოსაცნობად გამოიძახეს. ცნობილი რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში 27 თებერვლის ღამეს მოკლეს, როდესაც ის მეგობარ გოგონასთან ერთად სეირნობდა.