გაეროს გენერალური მდივანი იემენში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ბან კი მუნის განცხადებით, სამხედრო ოპერაციას მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია არაბულმა კოალიციამ ამბოხებულთა წინააღმდეგ საუდის არაბეთის მეთაურობით დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა იემენში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.