"კაბელების საქმეზე" დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11 საათზე გაიმართება. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენა და მათი შესწავლა მოხდება. მისივე თქმით, დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. სხდომას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც დაესწრება. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მთავარმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა.