მოსკოვის ყოფილი მერი წიწიბურის ბიზნესით დაკავდა. მარცვლეულ კულტურას მისი კომპანია კალინინგრადში ამუშავებს. იური ლუჟკოვის განცხადებით, მისმა კომპანიამ კალინინგრადის ოლქში 600 ტონა წიწიბურა მოიყვანა. ადგილობრივი გუბერნატორის თხოვნით, კომპანიამ წიწიბურას ექსპორტზე უარი თქვა და ადგილზე მისი გადამუშავება დაიწყო. ლუჟკოვს წიწიბურის გარდა კალინინგრადში ცხვრები და ცხენთსაშენებიც აქვს.