უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საკონსტიტუციო კომისიის პეროსნალური შემადგენლობა დაამტკიცა.
ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი უკრაინის მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე განათავსეს.
პოროშენკოს დადგენილებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები: ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო; ასევე უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ გროისმანი, იუსტიციის მინისტრი პავლე პეტრენკო, რადას თავმჯდომარის მოადგილე ოქსანა სიროედი, ,,ბატკივშინა” -ს ლიდერი იულია ტიმოშენკო, ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე რაფატ ჩუბაროვი და სხვები.