უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის ჯარისკაცები საქართველოს მთებში სპეციალური წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში გადიოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიცილაურ ვებ-საიტზე გავრცელდა.
საიტის ცნობით, სამხედროებმა ქალაქ საჩხერეში განთავსებულ, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის ბაზაზე სამთო მომზადების კურსები გაიარეს.
უკრაინელი ჯარისკაცები მთაგორიან ადგილებში სამხედრო მოქმედებების ორგანიზებასა და მართვაში მოემზადნენ. ივარჯიშეს ასევე, მთის პირობებში ქვედანაყოფების საბრძოლო ტაქტიკისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაზე.
უკრაინის სახმელეთო აკადემიის ქვედანაყოფი საქართველოს მთებში ზვავის ჩამოწოლის შემთხვევაში, სამაშველო საკაცეებითა და სპეციალური სამძებრო მოწყობილობებით, დაშავებულთა ძებნისა და ევაკუაციის ოპერაციებისთვისაც მოამზადეს.