სტამბოლის სასამართლოში რადიკალებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს. მეჰმეტ სელიმ კირაზი მოზარდის მკვლელობის საქმეს იძიებდა, რომელიც 2013 წლის აქციაზე პოლიციის მიერ ნასროლი გაზის ხელყუმბარით დაიღუპა. პროკურორი სავარაუდოდ "რევოლუციური სახალხო გათავისუფლების ფრონტის" წევრებმა დაატყვევეს. ისინი მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დაპატიმრებას მოითხოვენ. ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა. სასამართლოს შენობა პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული.