ასტანის ერთ-ერთ რესტორანში 30-მდე ადამიანი მოიწამლა. 27 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. მომხდარის გამო რესტორან "ძველმოდურში" ლაბორატორიული შემოქმება ჩატარდა. ექსპერტიზის შედეგი ცნობილი უახლოეს ხანებში გახდება. მომხდართან დაკავშირებით დედაქალაქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.