ინტერნეტ-გამოცემა "ნოვოე ვრემიას" ინფორმაციით, კიევის Stereo Plaza-ს საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობამ გორან ბრეგოვიჩს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მუსიკოსის მიერ ჩატარებული კონცერტი გახდა. სერბმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ახალი ალბომი "შამპანური ბოშებისთვის" სევასტოპოლში 27 მარტს წარმოადგინა, რამაც ოფიციალური კიევის პროტესტი გამოიწვია. კონცერტის ჩატარებას ბრეგოვიჩი კიევში დღეს საღამოსთვის გეგმავდა.