,,ნაცმოძრაობის” დეპუტატის სერგო რატიანის განცხადებით, პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებით სწორი აქცენტები დასვა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობს.
,,ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში ინსტიტუციების პრობლემაა და მათ მიმართ პატივისცემა კლებულობს.Aახსენა ასევე პარალელური მართვა და ეს იყო პოზიტიური და მნიშვნელოვანი. Aასევე პოზიტივი იყო ის, რომ პრეზიდენტმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი ნეგატიურად შეაფასა”, _აღნიშნა რატიანმა პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ყურადღება სახელმწიფო ინსტიტუტების როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ფუნქციათა დუბლირება, ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში.
,,მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტროს როლიც მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიაობის განხორციელებას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში.მაგალითად: ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი ზუსტად არ არის განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ასევე აუცილებელია მის ქმედებათა სრული ინტეგრაცია ერთიან საგარეო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით”, -განაცხადა მარგველაშვილმა.