პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მივიდა. მარგველაშვილი 13:00 საათზე კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
პრეზიდენტი პარლამენტში დღეს აქცენტს გააკეთებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება და მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეები 15 წუთიანი მიმართვით გამოვლენ.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.