მასობრივი არეულობები არგენტინაში. "უნიონისა" და "ვალეს სერსფილდის" შეხვედრა გულშემატკივართა დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. "უნიონის" ერთ-ერთი გულშემატკივარი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. 32 წლის ფაბრისიო ეჩაგუეს გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებაც.