საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების ოჯახები სოლიდურ კომპენსაციას მიიღებენ. გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, ავიაკომპანია "ლუფტჰანზა" დაღუპულთა ოჯახებს ჯამში 275 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ გზით ავიაკომპანია ინდივიდუალური სარჩელების თავიდან აცილებას შეეცდება, რამაც შესაძლოა "ლუფტჰანზა" უფრო მეტად დააზარალოს. Airbus A 320 სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა გასულ კვირას საფრანგეთის ალპებში განიცადა, რასაც 150 ადამიანი ემსხვერპლა.