საბერძნეთი მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ არ ვეთანხმებით სანქციებს, რადგანაც ამ გზას სწორი მიმართულებით არ მივყავართ. ჩვენ დიალოგისა და დიპლომატიის მომხრე ვართ და ვთვლით, რომ გლობალური პრობლემების გადასაჭრელად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ,"-აღნიშნა ციპრასმა, რომელიც მოსკოვს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.