თანხების უკმარისობის გამო, გაერო-მ შესაძლოა სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ დონბასს ჰუმანიტარული დახმარება შეუმციროს.
ამის შესახებ საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკითხების კოორინაციის დეპარტამენტის ანგარიშშია მოცემული.
,,მოსალოდნელია, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საგრძნობლად შემცირდეს, რადგან დაფინანსება მაქსიმალურად დაბალია. 2015 წლისთვის დეკლარირებული 316 მლნ აშშ დოლარიდან მხოლოდ 16 % არის მიღებული.” - ნათქვამია ანგარიშში.
ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული დახმარების დროული გაწევა უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირების თანამდებობებიდან გათავისუფლებამაც შეაფერხა.