იემენში კვლავ სროლისა და აფეტქებების ხმა ისმის. ხუსიტმა ამბოხებულებმა იერიში ხაჯას რაიონში მდებარე ლტოლვილთა იერიშზე მიიტანეს. საარტილერიო დარტყმებს 65 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ხუსიტმა ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში ერთი თვის წინ მოაწყვეს, რის შედეგადაც პრეზიდენტი მანსურ ჰადი ქვეყნიდან გაიქცა. ამის შემდეგ ამბოხებულთა წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია არაბულმა კოალიციამ დაიწყო.