ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერებთან დაკავშირებით. ინტერნეტ-პორტალ "ვაშინგტონ ფრი ბიკანის" მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელიცფიგურირებს. როგორც გამოცემა იტყობინება, 2012 წელს კლინტონის თანაშემწე "ქართული ოცნების" ლიდერს ლობირებდა და მაშინდელ სახელმწიფო მდივანს საპარლამენტო არჩევნებამდე შექმნილ ვითარებაზე ანგარიშებს სისტემატიურად აწვდიდა. ერთ-ერთ ანგარიშს ბლუმენტალი მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წერილსაც ურთავს. ივანიშვილი კლინტონს წერს, რომ სააკაშვილის ცივი ომის რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ არც საქართველოსა და არც დასავლეთის ინტერესებში არ შედის.