დონეცკის დეფაქტო ლიდერმა ახალი ბრძანებულება გამოსცა. ალექსანდრ ზახარჩენკოს განკარგულებით, იმ პირებმა, ვინც დეფაქტო რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებში არ ირიცხება, იარაღი 4 აპრილამდე უნდა ჩააბარონ. ისინი, ვინც განკარგულებას არ შეასრულებს, უკანონო ბანდფორმირებების წევრებად გამოცხადდებიან. ანალოგიური მოთხოვნა ამბოხებულთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ლუგანსკშიც წაუყენეს.