პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლები დაესწრებია.
„რაც შეეხება მინისტრებს, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი მათ ვერ დაავალდებულებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა, რომელზეც ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი წარსდგება, 13:00 საათზე გაიხსნება.