ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაისში დაგეგმილი "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, "საომარი დროის სამიტი" იქნება. ედგარ რინკევიჩმა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს სამიტი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გაიმართება. ლატვიის პირველი დიპლომატის თქმით, თუ უკრაინა და საქართველო აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ, მათ შორის, ბიომეტრიული პასპორტების შემოღებისა და ცალკეული კანონების დაზუსტების შესახებ პირობას დააკმაყოფილებენ, რიგის მომავალ სამიტზე მათ შესაძლოა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის მწვანე შუქი მიეცეთ.