ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. "ორგასაღებიანი სისტემა" დღეიდან ამოქმედდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დღეიდან ფარული საგამოძიებო მოქმედების, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადღებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა ეძლევა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ამოქმედდება ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო. ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენენ.