31 მარტს, 13:00 საათზე, თიბისი გალერეაში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ცნობილი გახდება წლევანდელი, შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა. ხოლო პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ისთერნ პრომოუშენს“-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე გამართავენ.
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, IV სართული